გამოიმუშავე 1200-დან 2000 ლარამდე ყოველთვიურად!
იმუშავე კურიერად საჭმლის მიწოდების საუკეთესო კომპანიაში საქართველოში!
შეარჩიე გრაფიკი. მიაწოდე შეკვეთა. გამოიმუშავე!
მოქნილი გრაფიკი
შენ თავად შეგიძლია აირჩიო, თუ როდის დაიწყებ სამუშაო დღეს.
გამოიმუშავე ძალიან ბევრი
menu.ge-ში შეგიძლია გამოიმუშავო 2000 ლარამდე ყოველთვიურად. ერთადერთი, რაც გჭირდება არის, რომ მიყვე ჩვენს რეკომენდაციებს.
ჩვენ შენზე ვზრუნავთ
საცდელი პერიოდის გავლის შემდეგ, შენ მიიღებ სამედიცინო დაზღვევას და იმუშავებ გუნდში, სადაც გექნება განვითარების საშუალება.
შეავსე აპლიკაციის ფორმა
შეავსე აპლიკაცია ამ ვებ-გვერდზე. ჩვენი რეკრუიტერი ძალიან მალე დაგიკავშირდება და გაგაცნობს ყველა დეტალს.
როგორ დავიწყოთ მუშაობა?
მიიღე აღჭურვილობა
შენ გაივლი ტრენინგს, თუ როგორ მოიხმარო მობილური ტელეფონის აპლიკაცია menu.ge-ს კურიერებისთის, მიიღებ ჩანთასა და ბევრ სხვა ნივთს ჩვენს ოფისში.
შეადგინე სამუშაო გრაფიკი
ცვლაში გასვლამდე, შეადგენ გრაფიკს. სისტემა თავისით შეგახსენებს, რომ ცვლაში გასვლის დროა.
დაიწყე გამომუშავება
გადი ცვლაში იმ ლოკაციაზე, რომელიც მოცემულია აპლიკაციაში და დაუყოვნებლივ აიღე პირველი შეკვეთა.
დაიწყე გამომუშავება ხვალვე. შეავსე აპლიკაცია
ხშირად დასმული კითხვები

საიდან იწყება menu.ge-ს ისტორია?
Menu.ge არის საჭმლის მიტანის სერვისი საქართველოში, რომელიც არის საერთაშორისო კომპანია Menu Group-ის ნაწილი პროექტებით სომხეთში, ბელორუსიაში, სომხეთსა და უკრაინაში. Menu Group-ი 2015 წლიდან ოპერირებს და მისი პროექტები ბაზარზე მოწინავეა. მადლობა ძლიერ გუნდს გამოცდილებისა და სურვილისთვის, რომ შექმნან "ოცნების სერვისი". ჩვენი მიზანია, კომპანია იყოს ლიდერი საქართველოს ბაზარზეც.
როგორ ხდება ანაზღაურება, საათობრივად თუ შეკვეთების რაოდენობით?
ჩვენთან ანაზღაურება გამოითვლება მიღებული შეკვეთების რაოდენობისა და ნამუშევარი საათების მიხედვით.
როგორ ვიღებ ანაზღაურებას?
თვეში ორჯერ, სახელფასო ბარათზე.
რას მივიღებ სამუშაო პროცესში ჩასართავად?
შენ მოგცემენ თერმულ ჩანთას, გარე დამტენს, ორ ცალ ბრენდირებულ მაისურს, ზამთრის ჟაკეტსა და საწვიმარ ქურთუკს.
არ მაქვს სამუშაო გამოცდილება. შემიძლია მაინც დავიწყო მუშაობა?

რა თქმა უნდა, მთავარია გაიარო ჩვენი გადამზადებისა და სწავლების პროგრამა და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას! მთავარია მუშაობისა და თანხის გამომუშავების სურვილი.
რა მჭირდება მუშაობის დასაწყებად?
მუშაობის დასაწყებად თქვენ გჭირდებათ B კატეგორიის მართვის მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ მუშაობას აპირებთ ავტომობილით); აუცილებელია, რომ თქვენი მანქანა იყოს ეკონომიური; საჭიროა კარგად იცოდეთ ქუჩები, შეგეძლოთ რუკის გამოყენება და გქონდეთ სმარტფონი, რათა შესაძლებელი იყოს პროგრამის ჩაწერა.
ასევე, საჭიროა იყოთ პასუხისმგებლიანი და პუნქტუალური.
ვერ იპოვე პასუხი შენ კითხვაზე?
მოგვწერე, ჩვენ დაგეხმარებით. სწრაფად. ძალიან!
ვერ იპოვე პასუხი შენს შეკითხვაზე?
მოგვწერე, ჩვენ დაგეხმარებით. სწრაფად. ძალიან!
შეავსე ფორმა! გახდი კურიერი menu.ge-ში
ვაჟა-ფშაველას გამზ. #45
+995 322 544 444
© Menu.ge, 2019
მზად ხარ გამოიმუშავო 2000 ლარამდე ყოველთვიურად?